პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნა მისი პროფესიული გამოცდილებით ახსნეს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის 8 ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.”
20 აგვისტოს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის მრჩევლად საბჭოთა უშიშროების კომიტეტის ყოფილი ოფიცერი დიმიტრი ლეჟავა დაინიშნა.