ბათუმის საკრებულომ პროექტ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა
ბათუმის კონცხად წოდებულ ზღვისპირა პირველ ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმი“ გეგმავს.
ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აქტივისტების მწვავე პროტესტი მოჰყვა. საკრებულოს შენობაში მობილიზებული იყო დაცვის, ხოლო შენობის გარეთ საპატრულო პოლიცია.
აქტივისტები საკრებულოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.