რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების გამოცდა მოაწყო
საწვრთნელი გაშვებები ჩატარდა წყალქვეშა ნავებიდან „ტულასა“ და „იური დოლგორუკიდან“. ცნობას თავდაცვის უწყება ავრცელებს თავის ვებსაიტზე.
გამოცდა მოეწყო ორ დღეში მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პირობა დადო, რომ „სიმეტრიული პასუხს" გასცემდა ფრთოსანი რაკეტა „ტომოჰოკის“ სახმელეთო ვარიანტის გამოცდას აშშ-ის მიერ.
რუსეთის რაკეტები გაუშვეს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანეში, ჩრდილოეთ პოლუსის მიმდებარე არეალიდან და ბარენცის ზღვიდან. მათ წარმატებით გაანადგურეს საწვრთნელი სამიზნეები არხანგელსკის ოლქსა და კამჩატკაზე.
ორ აგვიტოს აშშ-მა ოფიციალურად შეწყვიტა მონაწილეობა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულებაში, რადგან თვლის, რომ რუსეთმა დაარღვია შეთანხმება ახალი რაკეტის, „ნოვატორის“ შეიარაღებაში მიღებით. რუსეთმა ბრალდება უარყო, თუმცა თვითონაც გავიდა ხელშეკრულებიდან.
18 აგვიტოს აშშ-მა გამოსცადა ფრთოსანი რაკეტა „ტომოჰოკის“ სახმელეთო ვარიანტი.
პუტინმა თავდაცვის სამინისტროს დაავალა, „მიმართოს ამომწურავ ზომებს, სიმეტრიული პასუხის გასაცემად“.