ჯეიმს აპატურაი: ნატო არ აღიარებს აფხაზეთის ე.წ. არჩევნებს
„ნატო არ აღიარებს ე.წ. არჩევნებს, რომელიც საქართველოს რეგიონში - აფხაზეთში ჩატარდა. ნატოელი მოკავშირეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს ჯეიმს აპატურაი.