აზერბაიჯანი არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს
ბაქო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს მოლაპარაკებები, რათა აფხაზეთის საკითხი მშვიდობიანად, საერთაშორისო ნორმების და პრინციპების შესაბამისად გადაწყდეს.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარდა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ე.წ. მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბერს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიცინია.