პაატა სალია ირაკლი იმნაიშვილის წარდგენაზე: გუნდმა გადაწყვეტილება კარგად მიიღო
„მათ ვინც დღეს ისევ „რუსთავი 2“-ის გუნდია, წარვუდგინე პროფესიონალი, რომელსაც არ სჭირდებადება დამატებითი წარდგება, მას იცნობს მთელი საქართველო, ის არის ერთ-ერთ პირველი ჟურნალისტი, რომელმლაც თავისი შეუპოვრობით, კრიტიულობით თავი დაამახსოვრა ქართულ საზოგადოებას, რომელიც იძულებული იყო წინა ხელისუფლების წნეხის გამო დაეტოვებინა ქვეყანა, ეს პროფესიონალი არის ირაკლი იმნაიშვილი, ის კარგა ხანია მუშაობს BBS-ში“,- განაცხადა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტირმა პაატა სალიამ.
პაატა სალიას თანახმად, ირაკლი იმნაიშვილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ მას ეხელმძღვანელა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო და ფროდაქშენის ნაწილისთვის და მისი, როგორ აღმასრულებელი დირექტორის ხელმძღვანელობით წარმართულიყო ტელევიზიის საქმიანობა. პაატა სალიას თქმით, ეს მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა და იმედია, ირაკლი იმნაიშვილი მალე გახდება „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრი.
ირაკლი იმნაიშვილი საქართველოდან ბრიტანეთში საცხოვრებლად გადასვლამდე მუშაობდა ტელეკომპანია „მზის“ ტოკ-შოუ წამყვანად, მის linkedin-ის პროფილიზე ახლაც მითითებულია, რომ იგი არის „BBC“-ს პროდიუსერი. ირაკლი იმნაიშვილი გარკვეული პერიოდი კონსულტაციას უწევდა ტელეკომპანია „იმედის" მენეჯმენტსა და სარედაქციო გუნდს.
ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი 2006 წელს მეუღლესთან, ასევე ჟურნალისტ ნათია აბრამიასთან ერთად, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და ამ დრომდე იქ ცხოვრობენ. ორივე მათგანი ბოლო დრომდე BBC-ის თანამშრომლები იყვნენ.