Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

“რუსთავი 2”-დან “მთავარ არხზე”: გუნდი, ვადები და სამზადისი ეთერამდე

ნიკა გვარამიას მიერ დაანონსებული “მთავარი არხი” კადრების შევსებას იწყებს. რადიო თავისუფლება “კურიერის” ყოფილ ჟურნალისტებს ესაუბრა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ უკვე დაიწყო კონტრაქტების მომზადება. როდის  გავა ეთერში ახალი არხი ძველი გუნდით?


მას მერე, რაც “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო გუნდმა არხი დატოვა, მისმა არაერთმა თანამშრომელმა საჯაროდ განცხადა, რომ “მთავარ არხზე” გადასვლას გეგმავს. 


შპს “მთავარი არხი” ოფიციალურად დარეგისტრირებულია, ასევე მზადაა ლოგო, რომელიც ნიკა გვარამიამ უკვე წარუდგინა საზოგადოებას. 




ახლა მიმდინარეობს იმ სივრცის შერჩევა საიდანაც არხი ეთერში გავა. 


 

ვინ მიდის “მთავარ არხზე”?

რადიო თავისუფლებას “რუსთავი 2”-ის რამდენიმე თანამშრომლებმა დაუდასტურა, რომ ის “მთავარი არხის” თანამშრომელი ხდება. მათ შორისაა “კვირის აქცენტების” წამყვანი ეკა კვესიტაძე, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, კურიერის კორესპონდენტები გიგლა თუმანიშვილი, ნინო სამყურაშვილი, “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი ნოდარ მელაძე, "კურიერის" პროდიუსერი თეო გილიგაშვილი. 


“კურიერის გუნდის დიდი ნაწილი "მთავარ არხზეა". ხელშეკრულებები ჯერ არ გაგვიფორმებია, არც ოფისი გვაქვს, თუმცა ყველა ერთიანი ვართ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას თეო გილიგაშვილმა.  


“რუსთავი 2”-დან წასვლის შესახებ 26 აგვისტოს ფეისბუკზე დაწერა ვანო ჯავახიშვილმაც. ის ერთ-ერთია, ვინც “მთავარ არხზე” გადასვლის შესახებ ნიკა გვარამიასგან შეთავაზება მიიღო. 




რაც შეეხება P.S-ს, მისი თანამშრომლები ერთიანი გუნდის სახით ცოტა ხანში მიიღებს გადაწყვეტილებას, სად გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას გადაცემის პროდიუსერმა ეკა სარიამ უთხრა.


“ჩვენი მთავარი გადაწყვეტილება არის გუნდურობა. ჩვენ ვართ ერთი გუნდი  25 წელია. სადაც ვიქნებით, აუცილებლად ვიქნებით ერთად. მალე ჩამოვყალიბდებით საბოლოოდ. ახლა შვებულების დროა. გუნდის ნაწილი ქალაქში არ იმყოფება. შევხვდებით ერთმანეთს და უახლოეს დღეებში საბოლოოდ გვეცოდინება სად ნახავს მაყურებელი ჩვენ პროდუქტს. ჩვენთვის უპირველესი მოთხოვნაა სარედაქციო დამოუკიდებლობა და ის, რომ შევძლოთ ყველამ ერთად მუშაობა”, - თქვა ეკა სარიამ.


 


რას სთავაზობს არხი მაყურებელს? 

არხის დამფუძნებლები და მომავალი თანამშრომლები ამბობენ, რომ ჯერ დეტალები გარკვევის პროცესშია, თუმცა რამდენიმე გადაცემის შესახებ უკვე ცნობილია. 


ნანუკა ჟორჟოლიანმა დააანონსა საზოგადოებრივი გადაცემა, რომელსაც ის წაიყვანს “მთავარ არხზე”. მის გარდა დადასტურებულია, რომ არხზე იქნება ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვება. რაც შეეხება “კვირის აქცენტებს”, მისი წამყვანი, ეკა კვესიტაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მისი გადაცემა ახალ არხზე გავა. 


“ფორმატი იგივე იქნება. შეიძლება რაღაცები განვაახლოთ, მაგრამ კონკრეტული დეტალების თქმა ჯერ არ შემიძლია. ვარ იმ გუნდში, რომელიც აკეთებს “მთავარ არხს”. როდის და რა როგორ იქნება, ამაზე ცოტა ხანში გაკეთდება ოფიციალური განცხადება”, - ამბობს ეკა კვესიტაძე. 


არხს უკვე აქვს ფეისბუკის გვერდი 115 ათასზე მეტი მოწონებით. გვერდმა ერთ დღეში ასი ათასზე მეტი მოწონება დააგროვა. 




 

რა პროცედურები რჩება არხის ეთერში გასვლამდე? 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში “მთავარი არხის” ლიცენზირების შესახებ მოთხოვნა ჯერ არ მიუღიათ. დამფუძნებლების განმარტებით მათ ამგვარი განცხადება არ სჭირდებათ - რაც რადიო თავისუფლებასთან არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განმარტა. 


“კომუნიკაციების კომისიას მივმართეთ. მოხდა “შპს კომედი არხის” ლიცენზიის მოდიფიცირება. “კომედი არხი” მაუწყებლობდა და მას გავლილი ჰქონდა ავტორიზაცია. ანუ “კომედი არხი” გახდება “მთავარი არხი” და მოხდება ამ ლიცენზიის მოდიფიცირება”, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი. 


მოდიფიცირების შესახებ კომისია ღია სხდომაზე იმსჯელებს. 


კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  ასევე შესულია განაცხადი “რუსთავი 2”-ის თანამშრომლების ნაწილის მიერ დაკომპლექტებულ კიდევ ერთ არხზე, რომელსაც “ფორმულა კრეატივი” ხსნის და სადაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი “ჩემი ცოლის დაქალები გავა”.


არხს საერთო მაუწყებლობის ლიცენზიაზე აქვს მოთხოვნა შეტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საინფორმაციო და გასართობ გადაცემებს მოამზადებს. “ფორმულა კრეატივის” გუნდში იქნება “რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი. რადიო თავისუფლებას მან უთხრა, რომ ახალ არხზე ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობას ჩაიბარებს. 


“რუსთავი 2” კურიერის გუნდმა 20 აგვისტოს დატოვა, მას მერე, რაც გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გაათავისუფლა. ერთ-ერთი ბოლო პოსტი “რუსთავი 2”-ის ფეისბუკის გვერდზეც შემდეგი შინაარსისაა - “ჩვენ წავედით…”

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России