პატიმრობაში დატოვეს 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული 7 პირი
თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, დაკავებულების მიმართ საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის თაობაზე. მოსამართლე ლევან გელოვანმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დაკავებულებს 20-21 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს ეზოში გააპროტესტეს დაკავებულთა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა - ისმოდა სასტვენის ხმა და წარმოდგენილი იყო პლაკატები წარწერით „სირცხვილია“.