თბილისში, პეკინის გამზირზე დაჭრილ ბავშვს ოპერაციას უტარებენ
„ღრმა ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ცხვირისა და მარჯვენა ყვრიმალის არეში. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოგადი მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის, ბავშვი კონტაქტური იყო. აყვანილია საოპერაციოში და მიმდინარეობს ქირურგიული ოპერაცია, მოხდება ჭრილობის გაკერვა“, - „ინტერპრესნიუსი" მედეა რამიშვილის კომენტარს აქვეყნებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბავშვს დაზიანება მიაყენეს თბილისში, პეკინის გამზირზე.