Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ზვიად კორძაძე პროკურატურის განცხადების საპასუხოდ დოკუმენტებს აქვეყნებს

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე პროკურორ გიორგი მიქავას განცხადების საპასუხოდ „ფეისბუკზე“ დოკუმენტებს აქვეყნებს.


როგორც კორძაძემ აღნიშნა, ბრიფინგის შემდეგ პროკურატურამ მამუკა ხაზარაძე ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.  ხაზარაძის ინტერესების დამცველი კი საზოგადოებას შემდეგი დოკუმენტების გაცნობას სთავაზობს:




1. პროკურატურის შუამდგომლობა სამართლებრივ დახმარებაზე (ტომი 21)


2. ბრიტანეთიდან მოსული წერილის ქართული თარგმანი (რომელიც მათ პროკურატურამ გადასცა)


3. სასამართლო განჩინება ბრიტანეთში ანგარიშის დაყადაღებაზე






დოკუმენტებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ჯერ  საქართველოს პროკურატურამ მიმართა ბრიტანულ მხარეს სამართლებრივი დახმარებისთვის. გაერთიანებული სამეფოდან გამოგზავნილ წერილში კი ასახულია ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშების მონაცემები, რის შემდეგაც საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყადაღის შუამდგომლობით მიმართა.  


„დოკუმენტები ადასტურებენ საწინააღმდეგოს, რასაც პროკურატურა ამბობს. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვთ სააპელაციო სასამართლოში. ბრიტანეთში კი პროცესს ბრიტანელი იურისტები წარმართავენ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად კორძაძემ.


პროკურორი გიორგი მიქავა კი აცხადებდა, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის და პირიქით - ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ.


„აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან“, - თქვა მიქავამ. მისი განმარტებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებაში არის კიდევ ერთი „ცრუ გარემოება“, თითქოს მხარეებს შორის კომუნიკაცია ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.


27 აგვისტოს მამუკა ხაზარაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და აცნობა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ეჭვმიტანილები არიან ფულის გათეთრებაში და ბრიტანეთში მათი ფულადი სახსრები შესაძლოა, კრიმინალური წარმომავლობის იყოს.


„ბრიტანელი კოლეგები ცხადია, ამას იღებენ სერიოზულად და ვერ წარმოიდგენენ, რომ ეს უწყება, ამ შემთხვევაში, არის პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი“ - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.


მისი შეფასებით, სახელმწიფო სტრუქტურები განაგრძობენ პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას და ეს მცდელობა ემსახურება იმას, რომ მოხდეს დიდ ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება. ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, ბრიტანეთში გასაგზავნად მზად არის ყადაღის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ პროკურატურას გადაუმოწმებლად დაუდასტურა.


ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის და მამუკა ხაზარაძე სიამოვნებით ითანამშრომლებენ ბრიტანულ სამსახურებთან და მზად არიან მათ აჩვენონ და დაუმტკიცონ თითოეული ფუნტის კანონიერება.


საქართველოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშები უკვე დაყადაღებულია.


„დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ!! ბრძოლას ვაგრძელებთ!!“ - წერდა 20 აგვისტოს ფეისბუკის გვერდზე მამუკა ხაზარაძე.


საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს ადანაშაულებს ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.


ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს 24 ივლისს, ხოლო 26 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად შეუფარდა 700 000 ლარის გირაო.


მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას სრულ აბსურდს უწოდებენ.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России