პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვის ქირურგიული ოპერაცია დასრულდა
„პაციენტს აღენიშნებოდა ღრმა, ნაკვეთი ჭრილობები ცხვირის და მარჯვენა ლოყის მიდამოში. დაიგეგმა ქირურგიული ჩარევა. ჩაუტარდა ოპერაცია. პირველადი დამუშავების შემდეგ გაკერილი აქვს ჭრილობები. ამჟამად მოთავსებულია პალატაში და მისი მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს ნათია ვასაძე.
3 წლის ბავშვი 27 აგვისტოს პეკინის გამზირზე დაჭრეს. მედიაში ვრცელდება შემთხვევის ამსახველი კადრები, რომელიც პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.
„ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - აცხადებენ შსს-ში.
ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.