საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა სამხრეთ კორეასთან მატჩი ფრედ დაასრულა
შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით მოიგო, ჯანო ანანიძის გოლით. შესვენების შემდეგ სამხრეთკორეელებმა ორჯერ გაიტანეს და 90-ე წუთამდე იგებდნენ, სანამ გიორგი ქვილითაიამ არ დააფიქსირა საბოლოო შედეგი - 2:2.
საქართველოს ნაკრები სტამბოლიდან თბილისში დაბრუნდება და 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ დანიის ნაკრებს უმასპინძლებს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში.