საუდის არაბეთი ამტკიცებს, რომ მის ნავთობის ობიექტებზე იერიში ირანმა განახორციელა
ამ ინფორმაციის თანახმად, გამოყენებულ იქნა 18 დრონი და შვიდი ფრთოსანი რაკეტა.
საუდის არაბეთმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა არ განხორციელებულა იემენის მიმართულებიდან.
თავდაპირველად იემენში მოქმედი ჰუთიტი მეამბოხეების დაჯგუფებამ აიღო თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, თურქი ალ-მალქის თქმით, მოპოვებული ვიდეომასალა ნათელყოფს, რომ ყველა რაკეტა ჩრდილოეთის მიმართულებიდან იქნა გასროლილი, თუმცა მათი სტარტის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით ვერ ქვეყნდება.