გერმანიის პრეზიდენტმა ოძისი უკომენტაროდ დატოვა
საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება შტაინმაიერს გააცნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გერმანელმა წარმომადგენლებმა. გერმანიის პრეზიდენტმა ოძისი უკომენტაროდ დატოვა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს, საღამოს ეწვია. 7 ოქტომბერს გერმანიის პრეზიდენტი თბილისში შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდა.