სოფო კილაძე: საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს
„მე მგონია, რომ 4-ზე მეტ ადამიანს უნდა ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი, ამიტომ მე სერიოზული კითხვის ნიშნები მიჩნდება. მიჩნდება, რა თქმა უნდა, იმ გოგონასთან დაკავშირებით, რომელმაც თვალი დაკარგა და საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს. რატომ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს და კიდევ სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩემი შეხედულებით შეიძლება იყვნენ დაზარალებულები, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს“, - ამბობს სოფო კილაძე.
გენერალური პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საია იტყობინება, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე: დაზარალებულად ცნეს 67 სამართალდამცველი და 4 მომიტინგე.