რუსეთმა უარყო „ნორმანდიულ ფორმატში“ აშშ-ის მონაწილეობის იდეა
კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ მოსკოვი წინააღმდეგია „ნორმანდულ ფორმატში“ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის ჩართვისა. ამ ფორმატის მონაწილეები არიან გერმანია, რუსეთი, საფრანგეთი და უკრაინა.
ამასთან პესკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია საკუთარი გავლენა ისედაც გამოიყენოს უკრაინაზე.
ასე გამოეხმაურა კრემლის პრესმდივანი ბელორუსის პრეზიდენტის წინადადებას. ალექსანდრ ლუკაშენკომ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტის გასაღების მოძებნა შეუძლებელი იქნება აშშ-ის მონაწილეობის გარეშე.