Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ვემშვიდობებით ევროკავშირის გაფართოებას ამ ეტაპზე

ბოლო წლებში ბევრ ანალიტიკოსს უჩნდებოდა ცდუნება ნეკროლოგი დაეწერა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე. მათი არგუმენტები მესმოდა, თუმცა ამ ცდუნებას ყოველთვის წინააღმდეგობას ვუწევდი ხოლმე. მაგრამ ახლა ბრიუსელში ორი ამბავი მოხდა, რამაც მაიძულა პოზიცია შემეცვალა.


დიახ, მართალია - ბლოკის გაფართოების პოლიტიკა ახლა ნამდვილად უსიცოცხლოჩანს და, სავარაუდოდ,ასეთად დარჩება დიდი ხნის განმავლობაში.


დავაკვირდეთ, რა მოხდა ბელგიის დედაქალაქში 17-18 ოქტომბერს გამართულევროკავშირის სამიტზე, რომელშიც სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ბრექსიტის ახალი შეთანხმება, რომელსაც ბრიტანეთისა და ევროკავშირის მომლაპარაკებლებმა სამიტის დღის დილით მიაღწიეს და რომელიც ევროკავშირის ლიდერებს იმავე დღის შუადღისთვის უკვე დამტკიცებული ჰქონდათ. კიდევ ერთი საკითხი იყო საფრანგეთის კატეგორიული უარი მწვანე შუქი აენთო ევროკავშირში გასაწევრიანებელი ოფიციალური მოლაპარაკების დაწყებაზე ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის - ლიდერებს შორის ამ საკითხზე მსჯელობა დიდხანს გაგრძელდა და დილის 2.30-ზე დასრულდა, წერილობითი დასკვნის გარეშე, მაგრამ ბევრი მწარე სიტყვის თანხლებით.


ჯერ რაც შეეხება ბრექსიტს. კვლავაც გაურკვეველია, ის ახლო მომავალში თუ განხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი, პროცესის დასრულებას თვის ბოლომდე იმედოვნებს. იკვეთება, რომ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებს თანდათან მოყირჭდათ ლონდონთან ეს გაურკვევლობა. მოლაპარაკების ამ ბოლო რაუნდის დროს ბრიუსელმა თავისი ორი წითელი ხაზის გადაკვეთა დაუშვა: ბრიტანეთის გასვლის შესახებ წინა შეთანხმება კვლავ დაუქვემდებარა მოლაპარაკებას და დათანხმდა ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის ორმხრივ მოლაპარაკებაზე. ამკომპრომისებზე წასვლა მოწმობს, რომ ევროკავშირს უკვე ძალიან უნდა ბრექსიტის დავიდარაბა უკან მოიტოვოს და 27-წევრიან ბლოკად გააგრძელოს არსებობა.


მაგრამ ეს 27-წევრიანი ევროკავშირი ფუნდამენტურად განსხვავებული კლუბი იქნება, რაც, შესაძლოა, არც ისეთი დადებითი ამბავი იყოს ევროკავშირის სამეზობლოსთვის. კი, ბრიტანეთი რთული მოთამაშე იყო და ხშირად ეჭირა თვალი კარისკენ,მაგრამ, ამავე დროს, ის ყველაზე ინტერნაციონალისტურად იყო განწყობილი ევროკავშირის ყველა წევრს შორის. სწორედ ბრიტანეთმა, ტონი ბლერის პრემიერობის პერიოდში, დაიცვა 2004 და 2007 წლების გაფართოების ტალღები, რომლებმაც ერთ დროს აღმოსავლეთის ბლოკის ათი სახელმწიფო გააერთიანა ევროკავშირში. ბლერის შემდგომი პრემიერ-მინისტრები, შესაძლოა, ისეთივე ენთუზიაზმით აღარ გამოირჩეოდნენ,რადგან ახალი წევრი ქვეყნებიდან მილიონობით ადამიანი მიაწყდა ბრიტანეთს სამუშაოს ძებნაში, მაგრამ ლონდონი მაინც ყოველთვის ინარჩუნებდა ღია კარის პოლიტიკას ახალი წევრებისთვის, რაც ხშირად უკმაყოფილებას იწვევდა სხვა წევრებს შორის, რომლებიც კერძო საუბრებში ჩიოდნენ, რომ ბრიტანეთი ამ პოლიტიკით ბლოკს უმართავს ხდიდა.


ნებისმიერ შემთხვევაში, ჭეშმარიტად ევროპული სტილის ირონიაა ის, რომ ევროკავშირს სწორედ ბრიტანეთი ტოვებს, მაშინ როცა მას ახლა გაცილებით მეტი მოკავშირე ჰყავს ბლოკში. ევროკავშირი, დიდწილად, ფრანკოფონური საზოგადოებიდან გარდაქმნილია კავშირად, რომელშიც ინგლისური ენაა უპირველესი საკომუნიკაციო ფორმა. 


ამ ჩაკეტილი, საკუთარი წიაღისკენ მიმართული მზერის ნათელი მაგალითი მყისიერად გაჩნდა, როცა საფრანგეთმა, უკვე მესამედ 16 თვის განმავლობაში, ტირანა და სკოპიე დაბლოკა. ამჯერად ეს უმაღლეს დონეზე მოხდა. საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, რომ სხვა ლიდერებმა ამას ისტორიული მასშტაბის შეცდომა უწოდეს და გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ ამით ევროკავშირის სანდოობა დგებოდა საფრთხის ქვეშ, აღნიშნეს, რომ ევროპის კომისიის წარმომადგენლებმა თავიანთ ანგარიშებში ორჯერ აქეს და ადიდეს დასავლეთ ბალკანეთის ამ ორ სახელმწიფოში გატარებული რეფორმები. პარიზი ვერც მაკედონიის მიერ სახელის შეცვლამ გადაარწმუნა.


ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფრანგეთს რამდენიმე არგუმენტი მოჰქონდა ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის წინააღმდეგ. ის ჯერ ამბობდა, რომ ევროკავშირს არ ჰქონდა ახალი წევრების მიღების შესაძლებლობა, თუმცა ყველამ იცის, რომ საქმე ეხებოდა მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების დაწყებას და ამ ქვეყნების ბლოკში რეალურ გაწევრიანებას ყველა შემთხვევაში მრავალი წელი დასჭირდებოდა. შემდეგ აცხადებდა, რომ ურთიერთობები ევროკავშირის შიგნით უნდა გაღრმავებულიყო, გარეთ გაფართოების ნაცვლად - არადა, ისტორია აჩვენებს, რომ ეს ორი პროცესი ერთდროულად შეიძლება განვითარდეს (მაგალითად, ამ საუკუნის დასაწყისში ევროკავშირმა ფულის ერთეულად ევრო შემოიღო და, ამავე დროს, აღმოსავლეთით გაფართოვდა). ბოლოს კი საფრანგეთმა წამოაყენა იდეა, რომ ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკება ახალ მეთოდოლოგიას უნდა დაეყრდნოს, სანამ პარიზი თანხმობას იტყოდეს. მკაფიოდ არავინ იცის, როგორი უნდა იყოს ეს მეთოდოლოგია, მაგრამ ევროკავშირის კომისია გაზაფხულზე ახალ ანგარიშს წარმოადგენსდა, შესაძლოა, ევროკავშირიც კიდევ ერთხელ შეიკრიბოს ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მომავლის გადასაწყვეტად.


მთვარი საკითხი ისაა, საქმეუკვე გაფუჭებულიხომ არარის. იმ დროისთვის ჩრდილოეთ მაკედონიას, შესაძლოა, ახალი მთავრობა ჰყავდეს, რომელიც აღარ იქნება ასეთივე ენთუზიაზმით განწყობილი ევროკავშირის მიმართ. ამასთან, შექმნილი ვითარება ერთგვარი მესიჯია მონტენეგროსა და სერბიისთვის - ევროკავშირთან მათი მოლაპარაკება კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ და ამ სიტუაციიდან ჩანს, რომ ის, სავარაუდოდ, არც აჩქარდება. არსებული სიტუაცია ბრიუსელს აკარგვინებს გავლენის ბერკეტებს ბოსნიაზეც, რათა იქ შიდაპოლიტიკური ვითარება დალაგდეს. გაწევრიანების „თაფლაკვერი“ უკვე არარეალისტურ პერსპექტივადიქცევადა ამით ევროკავშირი ნაკლებად უნარიანი ხდება პრიშტინასა და ბელგრადს შორის მოლაპარაკების გამართვის საქმეშიც. 


დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სირთულეებს ხედავენ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას შორეულ ოცნებად აღიქვამენ - მაგალითად, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.


ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 წლისთვის ევროკავშირი გაფართოების ნაცვლად, პირიქით, შეიკვეცება. გაფართოების პოლიტიკა მკვდარია, თანაც ახლო მომავალში გაცოცხლების პერსპექტივის გარეშე.


 


სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России