Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

ოკუპაციის მორიგი მსხვერპლი - იკოთელი ქალი ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - ასეთ შეფასებას აძლევენ თბილისში ახალგორელი ქალის გარდაცვალებას. ის ე.წ. გამშვები პუნქტიდან თბილისისკენ არ გამოუშვეს და ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


ინსულტის ნიშნებით,  მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე არც ერგნეთიდან გადმოიყვანეს. ეს ინფორმაცია ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა თამარ მეარაყიშვილმა გაავრცელა და საქართველოს ხელისუფლებას გამშვები პუნქტის გასახსნელად  ქმედითი  ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდა.


სოფელ იკოთში  მარგო მარტიაშვილი მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. შვილები და ნათესავები თბილისში არიან. მარტიაშვილები რაიონს ვერ ტოვებდნენ, რადგან დაღუპული შვილის საფლავს უვლიდნენ. ნათესავები და შვილები მათთან ხშირად დადიოდნენ, მაგრამ 4 სექტემბრის შემდეგ, გზის ჩაკეტვის გამო, ამას ვეღარ ახერხებდნენ. მარგო მარტიაშვილის მდგომარეობა კვირას დამძიმდა. ახალგორის ადმინისტრაციაში ოჯახს პაციენტის თბილისში გადაყვანაზე და გამშვები პუნქტის გახსნაზე უარი უთხრეს. რეანომობილს ცხინვალიდან საათ-ნახევარზე მეტხანს ელოდნენ, შემდეგ რთული გზა გაიარეს და პაციენტი უკვე საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ამბობს, რომ ახალგორი-ცხინვალის გზა იმდენად რთულ რელიეფზე გადის, რომ ჯანმრთელ ადამიანებსაც უჭირთ გადაადგილება.


ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, რომ ოჯახმა  პაციენტის თბილისში გადაყვანა მოითხოვა, მაგრამ მათ არავინ მოუსმინა. მისი თქმით, დაბაში მძიმე ვითარებაა და საოკუპაციო რეჟიმს ადამიანები მძევლად ჰყავს აყვანილი.


ახალგორელები არ აინტერესებს არც ადგილობრივ და არც საქართველოს ხელისუფლებას - ასეთ დასკვნას აკეთებს სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ისიც კი არ იცის, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა ქალი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტიაშვილი გზაში გარდაიცვალა, თუმცა ახალგორელები აცხადებენ, რომ ეს ცხინვალის საავადმყოფოში მოხდა. თამარ მეარაყიშვილის აზრით, ფორმალური განცხადებები დაბაში, სადაც ჰუმანიტარული კრიზისის ნიშნებია, ვითარებას ვერ ცვლის. ონკოლოგიური ავადმყოფები ქიმიო-თერაპიის კურსს ვეღარ გადიან, ქრონიკულ ავადმყოფებს კი წამლებს უკვე ვლადიკავკაზიდან უგზავნიან. გაძვირებულია პროდუქტები. მოხუცებს პენსია გაუთავდათ და მძიმე მდგომარეობაში არიან. რადგან თბილისის მიერ დანიშნული პენსია მათთვის ხელმიუწვდომელია. მეარაყიშვილი სვამს კითხვას, რატომ არ მიმართავს საქართველოს ხელისუფლება თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპულ  სასამართლოს მძევლად აყვანილი მოსახლეობის დასახსნელად.  


სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ამბობს, რომ ყველა ფორმატს იყენებს ახალგორის პრობლემის მოსაგვარებლად. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრთან ერთად ბოლოს ის გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ესაუბრა ამის შესახებ.  მინისტრი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, როგორც  ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ მხარეს. საოკუპაციო რეჟიმს იგი ე.წ. გამშვები პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებს.


„დიახ, მოსახლეობა ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაშია. ეს ტრაგედია, საუბედუროდ,  ერთადერთი არ არის. მოსახლეობას სასიცოცხლო საჭიროებებისთვის გადაადგილება სჭირდება, ისევე როგორც ამ ქალბატონს და მის ოჯახს. ის ნამდვილად საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლია. დღესაც მოვუწოდებ ყველას, როგროც არაერთხელ ამ დღეების განმავლობაში, რომ დაუყოვნებლივ და უპირობოდ გახსნან ახალგორის ე.წ. გადასასვლელი, რადგან ადამიანებს რეალური საფრთხე ემუქრებათ - მათ შორის მათი სიცოცხლის უფლებასთან დაკავშირებით.


იქ ასევე დგას პროდუქტებით, მედიკამენტებით უზრუნველყოფის საჭიროება, ოჯახებთან კავშირისა და ა.შ. ვიცი, რომ ზოგიერთს ეშინია კიდეც თუნდაც „წითელ ჯვართან“ დაკავშირება, რომელიც ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოსახლეობას აქედან მინდა ვუთხრა, რომ იმ პერიოდში, როცა ჩვენ ყოველდღე და ყოველ წუთს ვმუშაობთ, რათა გადასასვლელი გაიხსნას და ამდენ წინააღმდეგობას ვაწყდებით, ნუ შეეშინდებათ, გადაადგილების საჭიროების შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე, ან დაუკავშირდნენ წითელ ჯვარს, ან თუნდაც დაუკავშირდნენ ნებისმიერ სახელმწიფო უწყებას ტელეფონით თუ რაიმე სხვა ფორმით. აქ საქმე სიცოცხლეს და მათ ფუნდამენტურ უფლებებს ეხება“.


საოკუპაციო ძალებმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის  რაიონის შესასვლელი 4 სექტემბერს სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების მიზნით ჩაკეტეს და მის გახსნას 6 სექტემბრისთვის აპირებდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. ამის მიზეზი ჩორჩანაში აგებული საგუშაგოა და, როგორც აცხადებენ, სანამ ქართული მხარე ამ საგუშაგოს არ აიღებს, გზების გახსნას არ აპირებენ. ამ საკითხებზე ერგნეთში გამართული 6 ტექნიკური შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России