„პირველი არხის“ ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს
„პირველი არხის“ ცნობით, ცხედარს ცხვარიჭამიასთან მიაგნეს, სადაც ბერაძე ბოლოს ნახეს.
როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელში გვითხრეს, სანდრო ბერაძის მამა და ძმა ადგილზე იმყოფებიან, დედა კი მიჰყავთ შემთხვევის ადგილზე.
სანდრო ბერაძეს 25 ოქტომბრიდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია და სამაშველო სამსახური.