ყაზახეთის სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელ ყაირლი ომარს
ნურ-სულთანის რაიონულმა სასამართლომ 29 ოქტომბერს ყაირლი ომარი დამნაშავედ ცნო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, გააუქმა ძველი ბრალდება გაფლანგვაში და იმავე დღეს გამოუტანა პატიმრობის განაჩენი.
ომარი 2018 წლის ივლისში დააპატიმრეს საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ფულის მითვისებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ის ბრალდებებს არ აღიარებს.
ომარი ყაზახეთის მასშტაბით აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლებში, რომლებიც მიმართულია მიწის რეფორმისა და მიწის არენდით გაცემის თაობაზე კანონის წინააღმდეგ.
ყაზახეთის ადამიანის უფლებების დამცველებმა ომარი პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს.