უკრაინის არმიამ და სეპარატისტებმა დაიწყეს სამხედრო ძალის გაყვანა პეტროვსკოედან
გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრესცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ძალთა დაშორიშორების პროცესი მორიგი დასახლებული პუნქტიდან 12 ნოემბრამდე გასტანს.
პროცესის დაწყებამდე უკრაინულმა მხარემ ჰაერში გაუშვა თეთრი ფერის რაკეტა. სეპარატისტებმა, თავის მხრივ, გაუშვეს მწვანე რაკეტა, რის შემდეგაც დაიწყო ე.წ. სარკისებური დაშორიშორება.
მანამდე აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო საშუალებებისა და ცოცხალი ძალის დაშორიშორების პროცესი უკვე განხორციელდა ლუგანსკის ოლქის დაბა ლუგანსკსა და ზოლოტოეში.