ფილარმონიის მმართველ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა და პირგასამტეხლო დაეკისრა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა ის, რომ ფილარმონიის მმართველმა შპს „ინტერნეიშენალ ივენთსმა“ არ შეასრულა აღებული ვალდებულებები, მათ შორის:
საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის დაწესებულ ვადაში განხორციელება;
წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და 5 საერთაშორისო ღონისძიების მოწყობა;
მართვის საზღაურის გადახდა.
„სახელმწიფო შეიმუშავებს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის“ განვითარების გეგმას და მოიზიდავს სახსრებს შემდგომში მისი განხორციელებისთვის. ბუნებრივია, გეგმა მომზადებისთანავე წარედგინება საზოგადოებას“, - წერია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
შპს „ინტერნეიშენალ ივენთს“, ასევე, დაეკისრა პირგასამტეხლო, დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულმა სააგენტომ.