ერაყში კვლავ მოხდა შეტაკება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის
ოფიციალური ცნობის თანახმად, დემონსტრანტის სიკვდილის მიზეზი გახდა სამართალდამცველების მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვია სტრატეგიული მნიშვნელობის აჰრარის ხიდზე.
დემონსტრანტებს სანახევროდ აქვთ დაკავებული სამი მნიშვნელოვანი ხიდი: ჯუჰმურია, აჰრარი და სინაკი და ამ გზით აპირებენ ბაღდადის მწვანე ზონაში აქციების გადატანას.
1 ოქტომბრიდან დაწყებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების შედეგად 340-ზე მეტი კაცი დაიღუპა.
აქციების მონაწილეები აპროტესტებენ კორუფციას, უმუშევრობას და სოციალურ უსამართლობას.
საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის გაერომ და აშშ-მა, დაგმეს მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება.