ევროკავშირმა ბელარუსს სანქციები გაუგრძელა
ემბარგო ყოველ წელს გრძელდება 2011 წელს მისი შემოღების შემდეგ.
2017 და 2018 წლებში უნგრეთმა დაუშვა გამონაკლისი ბიათლონის შაშხანებისა და სხვა სპორტული იარაღისთვის.
ევროკავშირმა ემბარგო, ვიზების აკრძალვა და ანგარიშების გაყინვა ბელარუსის ოთხი კომპანიისა და 174 პირისთვის, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის, შემოიღო 2010 წლის დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
მიიჩნევა, რომ ოთხი ადამიანი, რომელზეც ჯერ კიდევ ვრცელდება სანქციები, გადამწყვეტ როლს თამაშობდა 1999-2000 წლებში ოთხი ბელარუსელის გაუჩინარებაში.