ფსბ-მ დაშიფრული მიმოწერის კოდები მოსთხოვა რუსეთის ათზე მეტ საინტერნეტო კომპანიას
ადრესატებს მოთხოვნები შეკვეთილი წერილების სახით დაეგზავნათ. „მედუზამ“ საფოსტო გზავნილების მარშრუტები შეისწავლა და დაადგინა, რომ ისინი, სულ მცირე, 11-მა კომპანიამ მიიღო.
რუსეთის მოქმედი კანონმდებლობით, შიფრის კოდების წარდგენაზე უარი ისჯება ერთ მილიონ რუბლამდე ჯარიმით. ამასთან, ჯარიმა არ აუქმებს კოდის წარმოდგენის აუცილებლობას. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში „როსკომნადზორმა“ შეიძლება სასამართლოს მიმართოს სერვისის დაბლოკვის თხოვნით. ასეთ ვითარებაში აღმოჩნდა Telegram-ი, რომელიც 2018 წლის აპრილიდან აიკრძალა რუსეთში.