Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მერიამ ორჯერ შეისყიდა იურიდიული მომსახურება დავის გადასაწყვეტად, რომელიც 4,3 მლნ დოლარის გადახდით დამთავრდა

თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან, მერის 2019 წლის მარტში გამოცემული ბრძანების საფუძველზე, გამოიყო 80 000 ლარი, რომლის მიზანიც შპს „სითი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინტერესების დაცვის მიზნით, იურიდიული მომსახურების შესყიდვა იყო. 




 


ამ დროს თბილისის მერიას უკვე შესყიდული ჰქონდა ანალოგიური მომსახურება 800 000 ლარად პირდაპირი შესყიდვის წესით (SMP180001078) , რომელზე ნებართვაც 2018 წლის 10 მაისს მიიღო. გამარტივებულ შესყიდვას 2018 წელს თბილისის მერია  სახელმწიფოებრივი და საზოგადო მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით ხსნიდა. 


აი, რა არგუმენტი აქვს მოხმობილი მერიას 2018 წელს 800 000-ლარიანი შესყიდვის განსახორციელებლად ნებართვის მოსაპოვებლად: „შპს „სი-ტი პარკს“ მიაჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ ხელშეკრულება შეწყვიტა უსაფუძვლოდ, რის გამოც მას უნდა აუნაზღაურდეს კომპენსაცია. შპს „სი-ტი პარკმა“ როგორც წერილობით, ასევე, ზეპირსიტყვიერად არაერთგზის დააფიქსირა, რომ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგი გეგმავს დავის წარმოებას საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ“ შეთანხმებაზე (ძალაში შესვლის თარიღი: 18/02/1997) დაყრდნობით, იმის გათვალისწინებით, რომ შპს „სი-ტი პარკის“ პარტნიორები (წილის მფლობელები) არიან ისრაელის მოქალაქეები.


ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2018 წლის 12 მარტის და 17 აპრილის წერილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მომართა საერთაშორისო იურიდიულმა ფირმამ - „Freshfields Bruckhaus Deringer”, რომელიც წარმოადგენს და იცავს შპს „სი-ტი პარკისა“ და მისი პარტნიორების ინტერესებს თბილისის მთავრობასთან დავის ფარგლებში. ზემოაღნიშნული წერილების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ დავა ვერ გადაწყდება მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით, შპს „სი-ტი პარკი“ და მისი პარტნიორები დაიწყებენ საარბიტრაჟო პროცედურებს.


შპს „სი-ტი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში არსებული სამართლებრივი რისკების შეფასება-შემცირებისა და საერთაშორისო დონეზე თბილისის მთავრობის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფისთვის საჭირო მოქმედებების განხორციელება (ზემოხსენებულ საერთაშორისო იურიდიულმა ფირმასთან კომუნიკაციის წარმოების ჩათვლით) მოითხოვს სათანადო სამართლებრივ ცოდნასა და კვალიფიკაციას, მათ შორის, საერთაშორისო საინვესტიციო სამართლისა და საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტებთან ურთიერთობის მიმართულებებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების იურიდიული კომპანიისგან იურიდიული მომსახურების შესყიდვა, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგს: ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე შპს „სი-ტი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის ჭრილში სამართლებრივი რისკების შეფასება და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის თბილისის მთავრობისთვის წარდგენა, საქმესთან დაკავშირებით თბილისის მთავრობისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, თბილისის მთავრობის სახელით შპს „სი-ტი პარკთან“ და მის წარმომადგენლებთან, მათ შორის, საერთაშორისო იურიდიულ ფირმასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა და ნებისმიერი სახის კომუნიკაციის/კორესპონდენციის წარმოება, წინასააბიტრაჟო პროცესში სხვა შესაბამისი მოქმედებების განხორციელება და ა.შ.“ 


შესყიდვას თან ახლავს მთავრობის განკარგულებაც, რომლიდანაც ირკვევა, რომ მერია იურიდიული მომსახურების მიღებისას კონტრაქტში დებდა შემდეგ პირობას: კონტრაქტორი კომპანია მიიღებდა  ე.წ. ბონუსს, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების შედეგად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და შპს „სი-ტი პარკს“ შორის დავა დასრულდება საერთაშორისო არბიტრაჟში დავის არსებითი განხილვის გარეშე, 2 მილიონ აშშ დოლარამდე დანახარჯების ფარგლებში. თანხები ამ იურიდიული მომსახურებისთვის თბილისის 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოიყო. 




 


საბოლოოდ თბილისის მერიამ „სითი პარკს“ 4 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა. 






ოპოზიცია საუბრობს იმაზე, რომ თბილისის მერმა არ შეასრულა არც ერთი ის პირობა, რაც „სითი პარკთან“ კონტრაქტის გაწყვეტისას დადო: კერძოდ, არ მოაწყო ახალი პარკინგის ადგილები და გადაიხადა სოლიდური თანხა კონტრაქტის გაწყვეტისთვის.




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России