რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ სსრკ-ის ჰიმნის ჩართვის გამო ხოშტარიას შესახებ შეურაცხმყოფელი ტექსტი დაწერა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს წევრები“ ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალი კოლეგები“ და „საბჭოთა კავშირის უკანასკნელი მოჰიკანები“ უწოდა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებს, რომლებმაც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აქცია-პერფორმანსი გამართეს. ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის აქცია ირაკლი კობახიძემ „საბჭოურ ინტერვენციად“ შეაფასა.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე აქამდეც გამოირჩეოდა შეურაცხმყოფელი ტექსტების გამოქვეყნებით. 2019 წლის ივლისში რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მის გადაყენებას ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას მისამართით დაწერილი შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო მოითხოვდა, თუმცა „ქართულმა ოცნება“ ოპოზიციის წინადადებას არ დაეთანხმა.
11 ივლისს „ტვ პირველზე“ ინგა გრიგოლიას საავტორო გადაცემაში 20-21 ივნისის ძალადობრივი მოვლენების შესახებ მაშინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას განმარტებების შემდეგ, ლევან ონიანმა წამყვანის მიმართ შეურაცხმყოფელი შეფასება გამოაქვეყნა.
მოგვიანებით ლევან ონიანმა ამისთვის ბოდიში მოიხადა.