Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

კიდობანი

"ცა იხურება"


გოეთე, ფაუსტი


 


სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.


მაგრამ, ალბათ, აღარც უნდა ყოფილიყო ისეთი, როგორიც იყო აქამდე.


და როგორი იყო? იდეალებისგან და, არსებითად, იდეებისგან დაცლილი, როცა მთავარი იდეა მექანიკური სვლაა წარმატებისკენ, - წარმატება, წარმატება, წარმატება, - რუტინული და უმეტესად გონებადანისლული რბოლა ბუნდოვანი მიზნისკენ, როცა მთავარია, ვიერთებდეთ, ვივსებდეთ, ვფლობდეთ, ვიხვეჭდეთ და ვიმარაგებდეთ - როგორც ახლა, როცა რომელიმე ჰომო-ფაგუსი თხუთმეტ ბოთლ რძეს ყიდულობს, რომელსაც სამ დღეში გაუდის ვადა, ან იმ რაოდენობის ტუალეტის ქაღალდს იმარაგებს, რაბლეს დიადი მჭამელ-მომსაქმელი გარგანტუაც კი მთელი ასი წელი რომ ვერ გამოლევდა უკანალში გამოსასმელად, რადგან ჩვენი დროის თავურ-ინსტინქტ-იდეა საჭიროზე ათმაგად მეტის ფლობაა...


სიტყვები, "სულიერი იდეალი" ან მხოლოდ "სულის" თქმაც კი საერთოდ უხერხულობის გამომწვევია, რადგან ის კარგა ხნის წინ გააუქმეს "სულიერების ოფიციალურმა ყარაულებმა".


იუვალ ჰარარი თავის წიგნში Homo Deus სევდიანად გვამცნობს,


რომ წარმატებულ კაცობრიობას ახლა არა შიმშილით, არამედ გადაძღომით სიკვდილი თუ ემუქრება, სიკვდილი გრანდიოზული გადაჭარბებების გამო, ზღვრის დაუდგენლობის, რის არაპირდაპირ ილუსტრაციად სრულიად უპრეტენზიო ფოტოც გამოდგება, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქიდან გავრცელდა:


ცა, რომელიც ათ წელზე მეტია დახურული იყო ფაბრიკა-ქარხნებიდან ამომავალი ბლანტ-ნაცრისფერი მასით, მათი გაჩერების შედეგად გაიხსნა, რადგან ობიექტურ მიზეზთა გამო, ამ ფაბრიკა-ქარხნებს მუშაობის შეწყვეტა მოუწიათ რამდენიმე დღის განმავლობაში. ყოველგვარი რომანტიკული პათეტიკის გარეშე, ადამიანებმა ცა დაინახეს, რომელიც ათი წელია აღარ ენახათ...


ჰოდა, ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ ფენომენს - და ცის გახსნა უდავოდ გზავნილის შემცველი ფენომენია, - რამდენიმე წამით მაინც არ დაეფიქრებინა ცის არსებობით გაოცებული ადამიანი: რა მოხდა? რატომ მოხდა? და ახლა რა ხდება?


ყოველ შემთხვევაში, ის პაუზა, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გაჩნდა პლანეტაზე, ნებისმიერ შემთხვევაში გვიბიძგებს თვითრეფლექსიისა და საკუთარ თავში ჩაღრმავებულობისაკენ (როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს არცთუ ცოტასთვის - ადამიანების უმრავლესობას ხომ საშინლად სწყინდებათ საკუთარ თავთან დარჩენა), როგორც ეს ჰანს კასტორპს შეემთხვა, რომელიც სულ რაღაც ორი კვირა აპირებდა სანატორიუმში დარჩენას და მთელი შვიდი წელი მოუწია ჯადოსნურ მთაზე გამოკეტვა, რათა სწორედ იმაზე ეფიქრა, რაზეც, ნებსით თუ უნებლიეთ, ახლა ჩვენც მოგვიწევს ფიქრი: სად ვიყავით და საით მივდივართ? რადგან ის, რაც ობიექტურად მნიშვნელოვანი და აუცილებელი გვეგონა, უსუსურობამდე უმნიშვნელო აღმოჩნდა და ის, ვინც და რაც სუსტად მიიჩნეოდა ძლიერთა მიერ, ყველაზე მტკიცე ყოფილა...


ისევ და ისევ Homo Deus-ის შესაძლოა ბანალურად კომიკური წინასწარმეტყველებების მატარებელი, მაგრამ დღევანდელობისთვის საინტერესო აზრების მიხედვით (ახლა ხომ ლიტერატურულ-ფილოსოფიური დისტოპიებია აქტუალური), ცხოველები აუცილებლად მოიფიქრებდნენ რამეს, რაც მათ გაუძღომელი ტექნოლოგიურ-ჰედონისტ ზეკაცებისგან იხსნიდა... ჰოდა, აი, რა უნდა ექნა, ბოლოს და ბოლოს, საბრალო ღამურას? როგორღაც ხომ უნდა დაეცვა თავი ადამიანისგან, რომელიც მის შთანთქმაზეც კი გადავიდა, რაკი უკვე სხვა ყველა და ყველაფერი შეჭამა?


ცხადია, ეს ირონიული მეტაფორაა, მაგრამ იქნებ აქაც შესაძლებელია არცთუ მთლად ბანალური იდეა-გზავნილის წაკითხვა: ზედმეტი ხომ არ მოგვდის, ძვირფასო და ინფანტილურო, ნებისმიერ ფასად მოპოვებულ წარმატებაზე ორიენტირებულო კაცობრიობავ? და არა მხოლოდ ღამურების შემთხვევაში, არამედ გიგანტური პატივმოყვარეობის, ღირებულებად ქცეული ეგოიზმის და კვლავ და კვლავ აღიარების ძებნის და მოხელთების გიჟური რბოლის სახით?!


ამას ვერავინ დაასაბუთებს, მაგრამ ხომ ფაქტია (ისე კი, როგორ შეიძლება, ეს ფაქტი იყოს), რომ კაცობრიობა ერთგვარ იდეურ ჩიხშია შესული?! ამას ხომ ყველა ვგრძნობთ, მაგრამ არ ვაღიარებთ...


ყოველ შემთხვევაში, ამ უცნაური ვირუსის გავრცელებამდე იდეა არ გვქონდა, ახლა კი გამოჯანმრთელება მაინც გვექცა იდეად, რაც უკვე კარგია, რადგან ეგზისტენციალური - და არა ბუნდოვანი - მიზანი გაგვიჩნდა...


და, რაც მთავარია, ისიც გამოჩნდა, რომ გარეგნული იზოლაციისა და ჩაკეტილობის მიუხედავად, განცალკევებულად გადარჩენა, სოლიდარობისა და ერთმანეთის გათვალისწინების გარეშე, შეუძლებელი ყოფილა - ამ მხრივ, ყველა თანაბარ მდგომარეობაში ვართ.


ახლა შეუძლებელია დაიღუპოს კაცობრიობა და ნოეს კიდობანში კი მხოლოდ რჩეულები აღმოჩდნენ.


ახლა წყლით სწორედ ეგოიზმის კიდობანი ივსება.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России