Добавить новость



Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: „მარტო სახლში“ და ევროკავშირის კრიზისის პერსპექტივა

თვითიზოლაციის თუ საყოველთაო კარანტინის პირობებში ბევრ ქვეყანაში მილიონობით ადამიანს უწევს ცხოვრების რადიკალურად შეცვლილი სტილის მიღება. პრესაც, ცხადია, ცდილობს გაერკვეს, მაინც როგორ უმკლავდება ხალხი ამ ვითარებას და რას შეიძლება მოასწავებდეს ახალი კორონავირუსით შექმნილი გლობალური კრიზისი. ჟურნალისტები წერენ იმაზეც, თუ რას მოუტანს შექმნილი ვითარება ევროპას და ევროკავშირს.


„ჩვენი მიზნები ქრება“, - წერს შვეიცარიელი ფილოსოფოსი, ბარბარა ბლეიში, შვეიცარიაში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ ყოველდღიურ გამოცემა Tages-Anzeiger-ში 16 მარტს და დასძენს, კორონავირუსის კრიზისში ადამიანებისთვის ყველაზე დიდი შოკი იმის გაცნობიერება იქნება, რომ მათი ყოველდღიური გეგმები და გასაკეთებელი საქმეების სიები აზრს დაკარგავსო. „ჩვენი არსებობა სავსეა ისეთი ქმედებებით, რომლებსაც კირან სეტია, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ფილოსოფიის პროფესორი, ‘ტელიშს’ უწოდებს, ბერძნული ‘ტელოსიდან’ გამომდინარე - ქმედებებით, რომლებიც მიზანზეა ორიენტირებული და, ამდენად, აქვთ საბოლოო წერტილი, როცა ისინი სრულდება და მთავრდება. ... კორონა ამ ჩვევას აუცილებლად მოგვიშლის, რადგან ჩვენი მიზნებიდან ბევრი გადაიდება ან, საერთოდ, გაუქმდება. ახალი მიზნების დასახვა რთულია. ვინ იცის, რას მოგვიტანს მომავალი კვირა ან თვე? მოგვიწევს, თავიდან აღმოვაჩინოთ მიზნებზე უფრო ნაკლებად მიმართული ქმედებების ღირებულება“.


ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის The Times-ი 16 მარტს გამოდის გაფრთხილებით, რომ კორონას შესახებ ახალი ამბების მუდმივი გაცნობა წყურვილის მარილიანი წყლით მოკვლას ჰგავს და ის ხალხი, რომელიც ახალ ამბებს უწყვეტად ადევნებს თვალს, შესაძლოა მართლაც ავად გახდეს. „ჩვენ დავეწაფებით ახალ ამბებს იმედით, რომ ისინი პასუხებს მოგვიტანს და ეს პასუხები დამაიმედებელი იქნება. ვფიქრობთ, რომ ინფორმაციით თუ შევიარაღდებით, ეს ვითარებაზე კონტროლის განცდას დაგვიბრუნებს. ინფორმაცია ძალააო, ხომ ამას გვეუბნებოდნენ ყოველთვის. მაგრამ ახალი ამბების მუდმივი მიღება ჩვენს შეშფოთებას არ აქარწყლებს. შფოთისგან გათავისუფლების მიზნით ახალი ამბების უწყვეტად გაცნობა მარილიანი წყლით წყურვილთან ბრძოლას ჰგავს - თავიდან ეს შვებას გგვრით, მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, კონტრპროდუქტიულია. ... ბევრი თვითიზოლაციას ირჩევს სხვა ადამიანებისგან, ფიზიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ხოლო ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის ბევრს ნამდვილად წაგვადგებოდა ინფორმაციის 24-საათიანი ციკლისგან თვითიზოლაცია“.


„იკითხეთ წიგნები, მაგრამ ისინი Amazon-ზე არ შეუკვეთოთ“, - გვირჩევს ბლოგერი ფრანსუა გეზე საფრანგეთში დაფუძნებულ მემარცხენე ორიენტაციის ონლაინგამოცემა Mediapart-ზე 16 მარტს გამოქვეყნებულ წერილში. „წიგნის მაღაზიების გარეშე, რომლებიც ხელს უწყობენ გამომცემლობებს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ახალი იდეებისა და ლიტერატურული სიახლეების პოპულარიზაციაში, წიგნები ვერც ყურადღებას მიიზიდავს და ვერც მკითხველს. ამჟამინდელ კრიზისში წიგნები, რომლებიც გაინტერესებთ, ონლაინ უნდა იყიდოთ. მე გთხოვთ, ისინი შეიძინოთ არა Amazon-იდან, არამედ წიგნების დამოუკიდებელი მაღაზიების ონლაინგანყოფილებებიდან ... ეს იქნება მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ჟესტი წიგნების იმ მაღაზიებისთვის, რომელთა არსებობას დიდი საფრთხე დაემუქრა ამჟამინდელი კრიზისით“.


„ვირუსის მძევალი“ - ასე აფასებს ევროკავშირის მდგომარეობას იტალიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული La Repubblica. „ევროკავშირის ‘წითელ ზონად’ გადაკეთება, რათა თავი დაიცვას გლობალური ინფიცირებისგან, არის ის, რის ნახვას ან გამოცდას ვერასოდეს წარმოვიდგენდით. ... მაგრამ სახელმწიფოებისა და მთავრობების ხელმძღვანელებმა სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ალბათ, ყველაზე დრამატულ დისტანციურ შეხვედრაზე, რომლის მომსწრეც ევროკავშირი გამხდარა. განმანათლებლობის ეთოსის ევროპა ... სამართლიანი, თავისუფალი და სავსე სოლიდარობის სულისკვეთებით, მარცხდება მტერთან, რომელიც უხილავია და ხელიდან გვისხლტება. ევროპა, როგორც იდეების, ადამიანებისა და საგნების თავისუფალი გაცვლა-გამოცვლის სივრცე, იძულებულია შეიარაღდეს დაავადების წინააღმდეგ, რომელიც სუნთქვას გვართმევს და მძევლად ავყავართ“.


„ეგოიზმი მეფობს“, - ასკვნის ავტორი, პიტერ იანჩუ, გერმანიის მაუწყებლის, Deutsche Welle-ს, რუმინულენოვან ვებსაიტზე 16 მარტს გამოქვეყნებულ წერილში. „იტალიელები, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი სხვა ადგილებზე უფრო მაღალია, ტყუილად ელოდნენ დახმარებას და სოლიდარობას ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მაღალგანვითარებული ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისგან. ... სიცხესა და მშრალ ხველასთან ერთად ამ პანდემიას აქვს სხვა სიმპტომებიც, რომლებსაც დიდად არ აანალიზებენ ხოლმე. ... ერთი მათგანია პანიკის და მზარდად სასტიკი ეროვნული ეგოიზმის ეპიდემია, რომელიც ჯიუტად არ ხედავს რეალობას: მკვლელი ძალიან პატარაა საიმისოდ, რომ პასპორტი სჭირდებოდეს და ძალიან ძლიერია საიმისოდ, რომ მის ამოძირკვას ერთი ქვეყნის მიერ გატარებული ზომები ეყოს“.


ჩეხეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Hospodářské noviny კი 17 მარტის ნომერში ასკვნის, რომ ევროკავშირის ხარვეზები ცალკეული წევრი ქვეყნების ბრალია. „ყველას, ვინც ევროკავშირს ამჟამინდელ კრიზისში უმოქმედობაში ადანაშაულებს, უნდა შევახსენოთ, რომ ბლოკს მხოლოდ იმდენი უფლებამოსილება აქვს, რამდენსაც მას წევრი ქვეყნები ანიჭებენ. აზრი არ აქვს ევროკავშირის დადანაშაულებას სამედიცინო ნიღბების დეფიციტში, მაგალითად. ... აქ კიდევ ერთი საფრთხე ჩნდება: როცა ეს კრიზისი დამთავრდება, ბევრი იტყვის, რომ ევროკავშირი, მისი ამჟამინდელი ფორმით, საჭირო არ არის. და ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება. ... ნებისმიერ შემთხვევაში, კორონავირუსის შემდეგ ვითარება უხერხული იქნება პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც შეეცდებიან ევროპული თანამშრომლობის ეთოსის დაცვას“.

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России