მოსკოვის მერი ხელისუფლებას კორონავირუსის "მაღალი დინამიკის" შესახებ აფრთხილებს
რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, სობიანინმა, კერძოდ, მოუწოდა სანკტ-პეტერბურგს და სხვა დიდ ქალაქებს მიბაძონ მოსკოვის მაგალითს და დაავალდებულონ 65 წელს გადაცილებული მოქალაქეები დაიცვან თვითიზოლაცია.
„დინამიკა მაღალია, სერიოზული ისტორია ვითარდება. დაავადებულთა რაოდენობა რეალურად უფრო მეტია", - გააფრთხილა მოსკოვის მერმა სამთავრობო შტაბის წევრები.
24 მარტის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსის ინფექცია აღმოაჩნდა 495 კაცს. ერთი გარდაიცვალა, მაგრამ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ სასიკვდილო შემთხვევა კორონავირუსმა გამოიწვია.
თათბირის დასრულების შემდეგ პუტინი და სობიანინი ერთად წავიდნენ მოსკოვში მდებარე ერთ-ერთი ახალი საავადმყოფოს მშენებლობის დასათვალიერებლად, რომელშიც COVID-19 დაინფიცირებული ავადმყოფების მოთავსება იგეგმება.