სომხეთში 249-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა
ამის თაობაზე თავისი სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც დეტალურად აღწერა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი. "დაინფიცირებულთა უმრავლესობა „ნორკის“ საავადმყოფოშია მოთავსებული. დანარჩენები ქვეყნების სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთში, სადაც 16 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, 868 კაცია იზოლიებული, 2419-ისათვის დაწესებულია სახლში თვითიზოლირება.