ერთი წლით გადადებული ოლიმპიური თამაშები ისტორიაში მაინც ტოკიო 2020-ის სახელით შევა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, იაპონიის მთავრობისა და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელთა დღევანდელი შეთანხმების თანახმად, ოლიმპიურ თამაშებთან ერთად, გადადებულია პარალიმპური თამაშებიც, რომელიც ასევე ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო, 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით. დღესვე გადაწყდა, რომ შეცვლილი თარიღის მიუხედავად, თამაშების დასახელება იგივე დარჩება: „ოლიმპიური და პარალიმპური თამაშები ტოკიო-2020“.