Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლი დამტკიცებულია - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 მარტს

რა წერია კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში?



24 მარტიდან საქართველოს „ახალი კორონავირუსის მართვის სახელმწიფო პროტოკოლი“ აქვს, სადაც კორონავირუსის მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად პრეპარატ პლაქვენილით მკურნალობა სახელდება.


აქამდე ქართველი ექიმები ე.წ. „მარსელის პროტოკოლის“ მიხედვით მოქმედებდნენ, რომელიც COVID 19-ის სამკურნალოდ, მარსელის უნივერსიტეტის ინფექციურმა კათედრამ დაამუშავა და რომლის თანახმადაც, პაციენტების მკურნალობის პროცესში სხვადასხვა ანტიბიოტიკთან ერთად, სწორედ მედიკამენტი პლაქვენილიც გამოიყენებოდა.


ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ პრეპარატი პლაქვენილი კორონავირუსით ინფიცირებულ პირველივე პაციენტთან იქნა დანიშნული. იმ პაციენტთან, რომელიც უკვე გამოჩანმრთელებულთა რიცხვშია. კიდევ რა წერია პროტოკოლში, რომლითაც ქართველმა ექიმებმა პაციენტებს უნდა უმკურნალონ, წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.


 


ვირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში

დადასტურებული შემთხვევა - 70


კარანტინში - 4055


სტაციონარში - 252


გამოჯანმრთელებული - 9




პაციენტებიდან, რომლებსაც კორონავირუსი (COVID – 19) 24 მარტს დაუდგინდა, ერთი ცენტრალურ ინიფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც კლინიკის სამედიიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს უთხრა, ახალი პაციენტი ამ ეტაპზე არ არის პრობლემური. ექიმის ინფორმაციით, ის აშშ-ის კლასტერს მიეკუთვნება.


რაც შეეხება გამოჯანმრთელების ტენდენციას, როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტიდან მიღებულია პირველადი უარყოფითი პასუხი, რამდენიმე კი უმნიშვნელო კონცენტრაციით, მაგრამ მაინც დადებითად მიიჩნევა.


„2-3 დღეში მათთან განმეორებით ჩატარდება გამოკვლევა და გაგრძელდება ტესტირების მონიტორინგი“, - თქვა ექიმმა.


გუშინ მარინა ეზუგბაიამ დაადასტურა, რომ ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ექიმია. „ამ პაციენტს ჰქონდა კოლეგებთან [ექიმებთან] შეხვედრა, მაგრამ იმ დროს ჯანმრთელი იყო. მან, როდესაც სამსახურში სიარული შეწყვიტა, რამდენიმე დღის შემდეგ გამოუვლინდა კლინიკა, აქედან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ მასთან არსებული კონტაქტები არ ჩაითვლებიან, როგორც ინფიცირებულთან კონტაქტები. ეს დინამიკაში გამოვლინდება. ამ ქალთან არსებული კონტაქტების შესწავლა გაგრძელდება“, - უთხრა ჟურნალისტებს მან.


წუხელ კი თბილისის ქუჩებსა და გაჩერებებზე სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პროცესში 60 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.


კორონავირუსის ეპიცენტრად ისევ რჩება იტალია. გარდაცვლილთა რაოდენობა 6 800-ს აჭარბებს, დაავადებულთა რაოდენობა 39 000-ზე მეტია.


სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი მეზობელ სომხეთშიც. 24 მარტის მდგომარეობით სომხეთში 249-მდე გაიზარდა კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, მათ შორის ერთ-ერთი პაციენტის, 77 წლის დაინფიცირებულის, მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.


წაიკითხე მეტი.


 





 


მოსახლეობის სწრაფი ტესტირება იწყება



დღეიდან ახალ კორონავირუსზე მოსახლეობის სწრაფი ტესტირება იწყება. ტესტების პირველი პარტია გუშინ ჩამოვიდა ჩინეთიდან. იგეგმება კიდე სამი პარტიის შემოტანა.


ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ:



სწრაფი ტესტებით კორონავირუსის ინფექციის გამოვლენა შესაძლებელი იქნება ინფიცირების პირველივე დღიდან;
ამჟამად საქართველოში გამოყენებული ტესტები დაავადებას ადასტურებს მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ანდა დაავადების მე-8 დღიდან.


სწრაფი ტესტების გაკეთება ადამიანს ინტერესის დასაკმაყოფილებლად არ შეეძლება. ეს იქნება ე.წ მიზნობრივი ტესტირება.


 





 


უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილ ტაძრებში წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება



უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 24 მარტიდან ПЦУ-ს კუთვნილ ტაძრებში წირვა-ლოცვის დროს ყოფნის უფლება ეძლევათ მხოლოდ ეკლესიის მსახურებსა და მგალობლებს.


უკრიანული მედიის ცნობით, უკრაინის ეკლესიის სინოდმა ასეთი გადაწყვეტილება კორნავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიიღო 24 მარტის სხდომაზე, რომელსაც კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე უძღვებოდა.


ამ ფორმით ღვთისმახურების დროს საერთო ლოცვაში მრევლს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მხოლოდ კომუნიკაციის დისტანციური საშუალებების გამოყენებით. ამასთან ПЦУ კვლავ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ კარანტინის დროს არ დახუროს ეკლესიები.


მანამდე მსგავსი შეზღუდვები თავის მრევლისთვის შემოიღო ასევე რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამაც.


 





თუ კორონავირუსის გამო სამსახურის გარეშე დარჩი



ქეთი ვატიაშვილი ონლაინ კაზინო “ევოლუშენ ჯორჯიაში” ბანქოს მჩეხავი იყო. კაზინოში მუშაობა ერთი თვის წინ დაიწყო, თუმცა უკვე სამსახურის გარეშე დარჩა. კომპანია - რომელიც 3 000-მდე ადამიანს ასაქმებს - დროებით დაიკეტა, ვატიაშვილი და ასობით სხვა თანამშრომელი კი შრომითი ხელშეკრულებისა და ანაზღაურების გარეშე დატოვა.


ახალი კორონავირუსის გავრცელებამ დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო და მათ შორის, საქართველო არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ეკონომიკური და სამართლებრივი კუთხით. ქეთის შემთხვევა გამონაკლისი არ არის, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, სამსახურისა და შემოსავლის გარეშე დარჩა არაერთი ადამიანი. რა უნდა იცოდნენ დასაქმებულებმა, რომლებიც ხელფასის გარეშე დარჩნენ გაიგე თორნიკე მანდარიას სტატიიდან.


 





 




 


ამ თემაზე ასევე ნახე: 



ქვემო ქართლის რეგიონი რიცხვებში


 





 




ამბობენ, ნოსტრადამუსმა ჯერ კიდევ როდის გაგვაფრთხილაო. სიმპსონებმა იწინასწარმეტყველესო. წიგნებში ეწერაო. მართლა ეგრეა, თუ მითებია? მოდი, ჩამოვყვეთ...

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России