პოლონეთმა განაცხადა, რომ „გაზპრომი“ მისგან კვლავაც ზედმეტ გასამრჯელოს ითხოვს
პოლონეთის სამთავრობო ენერგეტიკულმა კომპანია PGNiG-მა გასულ თვეში „გაზპრომის“ წინააღმდეგ მოიგო საქმე სტოკჰოლმის სასამართლოში, რომელმაც რუსულ კომპანიას დააკისრა ტარიფის შემცირება აღმოსავლეთ ევროპაში გაზის ექსპორტისთვის.
„გაზპრომი პატივს არ სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა ხანგრძლივი საარბიტრაჟო პროცესის შედეგად, და კვლავაც განაგრძობს ანგარიშების გამოწერას ფასების არასწორი ფორმულის მიხედვით“, ნათქვამია PGNiG-ის განცხადებაში.