Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

მარიამის საკერავი მანქანა

ბებიის საკერავი მანქანა ძალიან ძველი იყო, გრძელი მაქოთი და წარწერით  „ზინგერ“.


ამ მანქანას ბებიის დაუკითხავად ვერავინ მიეკარებოდა. ვერც კერვის მცოდნე მამიდები.  მარიამ ცხოვრებაშვილი, რომელსაც დღეს ტყიბულში თავისი პატარა  სამკერვალო ატელიე და დიდი გეგმები აქვს,  მაშინ პატარა გოგო იყო და ახალციხეში ცხოვრობდა. სახლში, სადაც ყველამ იცოდა კერვა. სადაც არც ისე დალხენილად ცხოვრობდნენ. ან ვინც ცხოვრობდა 90-იანი წლების საქართველოს პატარა ქალაქებსა და სოფლებში უდარდელად.




იმ უსინათლო და ცივ ზამთრებში ნასწავლი ხელსაქმე იქცა წლების შემდეგ მარიამის პატარა ბიზნესად მეშახტეების ქალაქ ტყიბულში, სადაც მარიამი დღეს თავის მეუღლესა და ხუთ შვილთან ერთად ცხოვრობს და პანდემიის პირობებში, ტანსაცმლის გარდა, ფერად პირბადეებსაც კერავს.


მაშინ კი, ადრე, ყველაფერი ძალიან ჭირდა. ფეხსაცმელიც, ტანსაცმელიც. ბებია და მამიდები კი სულ რაღაცას კერავდნენ. მაგრამ მარიამი საგანგებოდ არავის მოუსვამს გვერდით, აბა, მოდი და შეკერეო. ცოდნა  - დაკვირვებით მოვიდა.




მარიამმა ჯერ ბებიის საყვარელი აბრეშუმის თავსაფარი მოიპოვა და მისგან პირველი კაბა შეკერა, თოჯინისთვის.  მერე კი, რადგან არც ახალი ქსოვილის და არც ახალი ტანსაცმლის ყიდვის ფული არ ჰქონდათ, ნაჩუქარ ან ბებიის თუ დედის ტანსაცმელს მიადგა და ყველაფერი თავის ჭკუით გადააკეთა.


თავარი იყო სქემა შიგნიდან დაგენახა - რა როგორ იყო აწყობილი, თუ ამ ყველაფერს დაკვირვებით შეხედავდი, დაშლა და თავიდან, შენებურად აწყობა აღარ იყო რთული. როცა კერვა უკეთ ისწავლა, ბებიის საკერავ მანქანასთანაც მიუშვეს.




იმ პერიოდში აჩუქა მეგობარმა მაშინ პოპულარული მოდების ჟურნალი „ბურდა“, რომელსაც თარგებიც მოჰყვებოდა. თავიდან ყველაფერი არეულ-დარეულ ნახაზებად ჩანდა, მაგრამ პირველი მცდელობის მერე საქმე გაადვილდა. რა დაავიწყებს - უკვე სტუდენტმა, ერთ-ერთი საღამოსთვის, რომელიც უნივერსიტეტში უნდა გამართულიყო, გამოხარშული „ბიაზის“ ქსოვილით შარვალი და პიჯაკი შეიკერა. იმ საღამოზე ძალიან უნდოდა ლამაზი ყოფილიყო. მარიამი თსუ-ს ახალციხის ფილიალში სწავლობდა, პედაგოგიურზე.




მათ, ვინც არ მიცნობდა, ძირითადად თბილისიდან ჩასულ სტუდენტებს, განსხვავებული  ჩაცმულობის გამო,  მდიდარი ვეგონეო, დღეს იხსნებს.


კერავდა იმიტომაც, რომ ახალი სამოსი ჭირდა და იმიტომაც, რომ  ასე თავის თავს უკეთ გამოხატავდა.


და რა უშავდა, თუ ფეხსაცმელს ხშირად ვერ ყიდულობდა - ამ „სხვანაირი“ ტანსაცმლით მშვენივრად შეიძლებოდა ძველი ფეხსაცმელების გადაფარვა. ან სულაც, მათი გაფორმება ნაკლის დასაფარად.


მერე ტყიბულში გათხოვდა და როგორც ხდება ხოლმე - კერვის დრო უცებ გაქრა. პირველი ბავშვი გაჩნდა. ისედაც რთული პერიოდი იყო - უხელფასობის, ნაქირავებ ბინაში ცხოვრების.


„ძალიან გვიჭირდა. ხშირად გვშიოდა“.




2008 წლამდე არაფერი შეუკერავს. არც საკერავი მანქანა ჰქონდა. ასე იყო იმ დღემდე, სანამ ერთმა მეგობარმა ძველი საკერავი მანქანა არ ათხოვა. ტანსაცმლის „გადაკეთებებიც“ მაშინ დაიწყო - ხომ გინახავთ, პატარა სამკერვალოები, სადაც ჯინსების გადაჭრა და სხვა ასეთი წვრილმანი საქმე კეთდება.


„ ამ საქმეში ფულის აღება ძალიან მრცხვენოდა ხოლმე. და მერე მითხრეს, რომ ეს ჩემი ხელობაა და თუ ამ საქმეს მეთვითონვე არ დავაფასებდი, მომავალშიც ვერაფერს მივაღწევდი. ასე დავიწყე და ჯერ ერთი შეკვეთა გამოჩნდა, მერე მეორე“...


ამ დროს მარიამს უკვე 5 შვილი ჰყავდა. ქმარი სამსახურიდან გაათავისუფლეს და ეს ორი წელი, ალბათ, ყველაზე რთული წლები იყო - გადარჩენის. მხოლოდ იმაზე რომ ფიქრობ, როგორ გაუმკლავდე ყოველდღე ცხოვრებას. და მაშინაც მეგობარი გამოჩნდა მაშველად, რომელმაც მარიამს მისი პირველი ელექტრო საკერავი მანქანა აჩუქა.




„გავრისკე და აქვე, ტყიბულში, პატარა ფართი ვიქირავე. რადგან მანამდე სახლში ვკერავდი, ოროთახინ ბინაში, სადაც ისედაც შვიდნი ვცხოვრობთ და კიდევ ამდენი ხალხი რომ მიდი-მოდიოდა, უბრალოდ აღარ გამოდიოდა ასე. ცალკე ატელიეში რომ გადავედი, იქ უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ მომხმარებელს სუფთა ნამუშევარი სჭირდებოდა - მე კი შესაბამისი ტექნიკა ისევ არ მქონდა“.


პირველად მაშინ დაწერა ბიზნეს-პროექტი, ჯერ „აწარმოე საქართველო“ იყო - ატელიეს ახალი მანქანა შემატა და ორი ახალი თანამშრომშრომელიც. მერე გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან დაურეკეს - ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტში ჩაერთო და ცოდნის გარდა, მის სამკერვალოს კიდევ შეემატა ისეთი ტექნიკა, რაც ტყიბულში დღეს მხოლოდ მარიამ ცხოვრებაშვილს აქვს. მერე ლილოს ბაზრობის გზაც ისწავლა, ახალი ქსოვილების საყიდლად.  ასე დაიწყო და დაიწყო.


მაგრამ მანამდე იყო ერთი წითელი პალტო, რომელიც მარიამმა შეკერა.




პალტო ერთი ტყიბულელი ტინეიჯერი გოგოსთვის იყო, რომელსაც ძალიან უნდოდა რაღაც ლამაზი და კაშკაშა. ისეთი, რაც ზამთრის რუხ ტყიბულს გაუხალისებდა და ასეც მოხდა. ამ პალტომ მარიამის სამკერვალომდე სხვა გოგოებიც მოიყვანა. მერე სხვები და ასე, ნელ-ნელა შეკვეთები ტყიბულსაც გასცდა.


„ხან რაჭაში ვაგზავნი, ხან წყალტუბოსა და ქუთაისში - ახლა უკვე ინტერნეტში უამრავი მოდელია და მიგზავნიან, ვის რა და როგორი უნდა. ხანდახან რაჭიდან ჩამოდიან - ზომებს ავუღებ და მერე უკვე გამზადებული მიაქვთ. ასე იყო ის საპატარძლო კაბაც, რომელიც ხელით მოვქარგე და ჩემს ნამუშევრებში ყველაზე მეტად მიყვარს“.




ტყიბულში ტანსაცმლის მაღაზიების დიდი არჩევანი არ არის, არც იმის ფინანსური შესაძლებლობა,რომ ქუთაისსა და თბილისში იარონ, ამიტომ მარიამის ატელიე  ბევრი იქაური ქალისთვის იქცა გამოსავლად.


„ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ ხოლმე, როცა აქედან კმაყოფილები მიდიან. მიყვარს მათზე დაკვირვება“.


როცა პატარა ატელიე უფრო დიდ საქმედ იქცა, მარიამი მიხვდა, რომ ის უკვე უბრალოდ მკერავი აღარ იყო. რაზეც მანამდე არ უფიქრია, მარკეტინგსა და მენეჯმენტზე, დაფიქრდა. დაითვალა, აწონ-დაწონა, დაგეგმა.


„უცებ მივხვდი, რომ სხვებსაც ვჭირდები - მხოლოდ ტყიბულში არ ვარ საჭირო. მეტმა ადამიანმა გამიცნო. ამან კი მიბიძგა, რომ რაღაც უკეთესი გამეკეთებინა, რამე ახალი მომეფიქრებინა და მართლა ბევრი გეგმა მქონდა“.


ეს გეგმები ცოტა ხნით შეჩერდა. კოვიდ 19-ის პანდემიის გამო თავიდან მარიამის სამკერვალომაც აიღო პაუზა, მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნით, რადგან მალევე მიხვდა, რომ ცვლილებებზე მორგება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო.


ქვეყანაში პირბადეების დეფიციტი იყო - მას კი შეეძლო შეეკერა. ასეც მოიქცა. ყველა წესის დაცვით შეკერა, ლუგარის ლაბორატორიაშიც გაგზავნა შემოწმებაზე, დადებითი პასუხიც მიიღო და ასე შეიკერა ასობით ჭრელი პირბადე, რომლითაც ისევ აჭრელდა ტყიბულიც და სხვა ქალაქებიც.




„ხელი არასდროს უნდა ჩაიქნიო, არასდროს. ისედაც არ ვარ მშიშარა ადამიანი და სულ ვცდილობ გამოსავალი ვიპოვო. თან, მე ხომ 5 შვილი მყავს. სხვანაირად არც შემიძლია“.


მაგრამ პირბადების კერვა მაინც დროებითი საქმეა და ამიტომ, ახლა მარიამმა გადაწყვიტა, ნელ-ნელა კვირაში ერთხელ ერთი ახალი მოდელი მაინც შეკეროს. თუ ამ გეგმას მიჰყვა, წესით, სურვილიც უნდა აიხდინოს და სამკერვალო - სალონად აქციოს, სადაც მხოლოდ შეკვეთით კი არ იყიდიან სამოსს, იქვე იქნება მოდელები გამოფენილი და იქვე აარჩევენ.




და რაც ყველაზე ძალიან უნდოდა და ჯერ არ გამოვიდა, ტყიბულში, რომელიმე მიტოვებულ ადგილას ჩვენების გამართვაა.


„რუხ ფონზე - ჩემი ფერადი ტანსაცმლის გამოფენა. იცით,  ეს რამდენს ნიშნავს პატარა ქალაქისთვის? ძალიან გამიხარდებოდა ამ ჩვენებას რომელიმე დიზაინერი რომ დასწრებოდა.... მეც ისე ვარ, როგორც ყველა ჯარისკაცი, გენერლობაზე რომ ოცნებობს“.




 


ეს კი მარიამ ცხოვრებაშვილის სიტყვებია, რომლებიც ყველა იმ ქალს ეკუთვნის, ვისაც თავისი საქმის წამოწყება უნდა, შეუძლია და აქამდე ვერ გაუბედავს:


მინდა თქვენთვის მოტივატორი ვიყო. აი, მარიამმა ხომ შეძლო, თქვათ.


მეც არაფრით დავიწყე, ნათხოვარი საკერავი მანქანით. მაგრამ სიყვარულით და შრომით.


არ არსებობს უშეცდომო ბიზნესი, არა უშავს, ასე ისწავლით კიდეც. მთავარია, არ გაჩერდეთ. თუ თქვენთვის მაგალითი ვიქნები, ესე იგი ყველაფერი ღირდა. ვიტყვი, ბევრი გამიკეთებია.  რაც ბევრი ვიქნებით მეწარმე ქალები, უკეთესია.


ქვეყნისთვისაც და ჩვენი თავებისთვისაც.


ამით   ჩვენი დამოუკიდებლობა იზრდება.


დამოუკიდებლობა კი, დიდი ძალაა.


 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России