Добавить новость

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

პირბადის სტერილიზაცია გჭირდება? -  გაეცანი ინსტრუქციას  

 ახლა უკვე პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ძვირფასი პირბადე დეფიციტშია და შესაბამისად ერთჯერადი მოხმარების ნივთი   მრავალჯერადი გახდა.


 თუმცა  პირბადის მრავალჯერადი გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ რეკომენდაიცებისა და ინსტრუციების დაცვა კვლავ ძალაში რჩება. ხელმეორედ გამოყენებისას პირბადის არასწორად დამუშავების შემთხვევაში შეიძლება თავად ნიღაბი ვაქციოთ ვირუსის გავრცელების და დაინფიცირების წყაროდ. 


ნიღაბი არც აფრთხობს და არც განიზიდავს ვირუსს, ის ფიზიკურად აჩერებს მას და შესაბამისად, იოლად შეიძლება სახლში დაბრუნებულება, ისე ვაქციოთ ნიღაბი ინფექციის გავრცელების წყაროდ, რომ ვერც მივხვდეთ. მაგალითად, მაღაზიიდან მოსულებმა ის უყურადღებოდ არ უნდა მივაგდოთ სახლის რომელიმე ოთახში, იმ იმედით, რომ ნიღაბი გვიცავს ვირუსისგან და იგი ვერ გახდება ვირუსის გადამტანი.


ჯონ ჰოპკინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის ასოცირებული პროფესორი ქრისტინ კოჰლერი მოსახლეობას ურჩევს არ გარეცხონ სამედიცინო პირბადეები, რათა ნიღაბმა არ დაკარგოს თავისი ეფექტიანობა. ხოლო იმისთვის, რომ ვირუსისგან დაცულები ვიყოთ მისი რჩევაა: 



ნიღბის მოხსნის შემდეგ დაიბანეთ ხელები,
არ დადოთ ისეთ ადგილას, რომ ზედაპირი ვირუსით დაბინძურდეს
კორონავირუსის გასანეიტრალებლად ქირურგიული პირბადე ერთი კვირის განმავლობაში იყოს მოთავსებული ჰაერისგამტარ ქაღალდის პაკეტში.
პლასტმასის ჭურჭელში მისმა მოთავსებამ, ტენიანობის მომატების ხარჯზე, შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიების გამრავლებას.




ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც პირბადეების დეფიციტს ასევე მწვავედ განიცდის ამერიკის შეერთებული შტატებია. ამერიკელებს  3,5 მილიარდი ქირურგიული პირბადე სჭირდებათ და ამ მომენტისთვის ამის მხოლოდ 1% აქვთ.  მიუხედავად იმისა, რომ FDA-”ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაცია” არ ემხრობა ქირურგიული და სამედიცინო პირბადეების ხელახალ გამოყენებას, არაერთი ჩინელი და ამერიკელი ინჟინერი, შექმნილი საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ცდილობს მიაგნოს ქირურგიული ნიღბებისა და რესპირატორების სტერილიზაციის ყველაზე ეფექტიან გზას, იმისთვის რომ სამედიცინო პერსონალმა შეძლოს მათი მრავალჯერადად გამოყენება.



ვირუსის განადგურების და სტერილიზაციის რამდენიმე ეფექტიანი გზა არსებობს. მაგალითად დასხივება, გამოხარშვა, ორთქლით დამუშავება, ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე სტერილიზაია. თუმცა მეთოდის არჩევისას სტერილიზაციასთან ერთად მნიშვნელოვანია, რომ ნიღაბმა არ დაკარგოს პირველადი სახე, სტრუქტურა და დარჩეს უსაფრთხო მოხმარებისთვის.​


ამერიკის ბიოტექნოლოგიის ცენტრის გვერდზე გამოქვეყნებულ  სტატიაში მოცემულია პირბადეების სტერილიზების რამდენიმე მეთოდი, რომელთა ნაწილის შესრულებაც სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.


ქირურგიული პირბადე და N95

გამოხარშვა

პირბადის ხელახალი გამოყენების ეს მეთოდი შემუშავებულია ბეიჯინგის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტში პროფესორ ჯიან-ფენგ ჩენის და მისი კოლეგების მიერ. ეს მეთოდი განკუთვნილია არასამედიცინო პერსონალისთვის, იმისთვის, რომ დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გარდაუვალი აუცილებლობის პირობებში დეზინფექცია ჩაუტარონ თავიანთ პირბადეებს. 


60-80 გრადუს წყალში პირბადის 30 წუთით ჩადების შემდეგ, საჭიროა მისი ფენით 10 წუთის განმავლობაში გაშრობა, რათა ნიღაბმა აღიდგინოს ელექტრული მუხტი, რაც აუცილებელია მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის, ამის შესამოწმებლად კი შეგვიძლია დავაყაროთ ფურცლის მცირე ნაკუწები, თუკი მიიკრა ესეიგი მუხტი აღდგენილია. 


კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მსგავსი მეთოდის გამოყენება N95- ის შემთხვევაში დასაშვებია ერთხელ, ხოლო ქირურგიული პირბადის შემთხვევაში 10-ჯერ. 




ორთქლით დამუშავება 

სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების ჯგუფმა მაღალი დამცველობის მქონე რესპირატორ N 95- ის სპეციალური დანადგარით ავტოკლავით, ჩაუტარეს სტერილიზება, რომელის გამეორებაც სახლის პირობებში ვერ მოხერხდება.  


მათ ასევე, სცადეს მენზურაში ჩასხმული წყლის ორთქლით - 10 ჯერ - 10 წუთიანი  დამუშავება, რის შემდეგაც პირბადის ეფექტურობა 80%-ით შემცირდა სამჯერ დამუშავებისას კი მისი ეფექტურობა არ დაქვეითებულა. ამ შემთხვევაშიც, ნიღბები 10 წუთის განმავლობაში ფენით გააშრეს.


 გასათვალისწინბელია, რომ ცდები ლაბორატორიულ პირობებში მიმდინარეობდა და სახლში მისმა გამეორებამ შეიძლება ზედაპირების დაბინძურება და ვირუსების გაფრქვევა გამოიწვიოს. გარდა ამისა, უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შეიძლება ორთქლზე ხელის დამწვრობაც გამოიწვიოს.


სამედიცინო პირბადეების სტერილიზაციის რომელი მეთოდი არ ამართლებს


ღუმელში რესპირატორის გაცხელებამ შეიძლება დაადნოს N95, იმის გათვალისწინებით, რომ 125 გრადუს ტემპერატურაზე, პირბადის შემცველობაში არსებული პოლიპროპილენი, იწყებს დნობას და შესაბამისად, არ არის რეკომენდებული.
ალკოჰოლისა და მათეთრებლის შემცველი ნივთიერებებით რესპირატორის დამუშავება კი აკარგვინებს პირბადეს თავის დამცველობით ფუნქციას.


ნაჭრის პირბადეები

ცნობილია, რომ დამცველობითი ფუნქცია ნაჭრის ნიღაბს უფრო ნაკლები აქვს ვიდრე სამედიცინო პირბადეებს, თუმცა მსოფლიოში არსებული დეფიციტის გამო, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი CDC გვირჩევს ვატაროთ ნაჭრის პირბადეები, რათა სამედიცინო პირბადეების მარაგი დარჩეს სამედიცინო პერსონალისთვის.


 CDC აღნიშნავს, რომ ნაჭრის პირბადე ამცირებს Covid-19-ის გავრცელებას.  სამედიცინო პირბადეებისგან განსხვავებით, დასაშვები და სასურველია ნაჭრის პირბადის გარეცხვა. CDC- ის რეკომენდაციაში ასევე მოცემულია სახლის პირობებში ნაჭრის პირბადეების დამზადების მეთოდი. 




 

Читайте на сайте


Smi24.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. Абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. Smi24.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от Smi24.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.




Новости от наших партнёров в Вашем городе

Ria.city
Музыкальные новости
Новости России
Экология в России и мире
Спорт в России и мире
Moscow.media









103news.com — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 103news.com.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.

Другие популярные новости дня сегодня


Новости 24/7 Все города России



Топ 10 новостей последнего часа



Rss.plus


Новости России







Rss.plus
Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России