ტრანსგენდერი ქალი: ადამიანებმა პანდემია გამოსცადეს ახლა, ჩვენ მთელი ცხოვრება სახლში ვართ
"ადამიანებმა პანდემია გამოსცადეს ბოლო პერიოდში, ჩვენ მთელი ცხოვრება სახლში ვართ... ჩვენც ვართ ადამიანები, ჩვენც განვიცდით და მე ვფიქრობ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჩვენი უფლებების დაცვა", - თქვა მან.
მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უმოქმედობა დანაშაულია.
ჰომოფობიის, ტრანსფობიის და ბიფობიის წინააღმდეგ ონლაინაქცია დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ვერშეკრების მიზეზი პანდემიაა.