ნათია თურნავა: გაზპრომთან გაზის ფასის შესამცირებლად ხელშეკრულების გადახედვა იგეგმება
"იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების ფასები ეცემა, ახლანდელი გადახედვა, რაც ხდება გაზპრომთან უკვე მოქმედ კონტრაქტში, ემსახურება ფასის დაკლებას. კომერციული საიდუმლოების გამო კონკრეტულ ციფრებს არ დავასახელებ, მაგრამ გეტყვით, რომ დაახლოებით 15%-ით ხდება ფასის დაკლება ბუნებრივ აირზე", - განმარტა მინისტრმა.
საქართველო 2020 წელს გაზპრომისგან 200 მილიონი კუბური მეტრი გაზის შეძენას გეგმავს, რაც მთლიანი მოხმარების, დაახლოებით, 8 პროცენტია.