სენატორი ჯიმ რიში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
„ვულოცავ ჩვენ მეგობრებს, ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. მოუთმენლად მოველით საქართველოსა და მისი მოქალაქეების შემდგომ გაძლიერებას და აყვავებას“, - წერს სენატორის რიში და თავის მოკლე მისალოც ტექსტს ამთავრებს ქართულად: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“
26 მაისს საქართველოს ხელისუფლებას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.