ქართული სპორტის 2020 წლის ბიუჯეტი 53,3 მილიონით შემცირდა
სამინისტროს მიერ რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაფინანსების შემცირება არ შეეხება სახელფასო, სასტიპენდიო და საიჯარო ნაწილს და ბიუჯეტი დაკორექტირდა მხოლოდ ტურნირებისა და საწვრთნელი შეკრებების ხარჯზე.
ორ თვეზე მეტია, საქართველოში სპორტის ყველა სახეობაში შეჩერებულია საწვრთნელი და საშეჯიბრო პროცესი. შიდა და საერთაშორისო ტურნირების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი გაურკვეველი ვადით გადაიდო.