მეჯვრისხევში მოითხოვენ საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას
აქციის მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, როგორც დე ფაქტო, ასევე საქართველოს ხელისუფლების მიმართ, იმის გამო, რომ ვიჩა მღებრიშვილის შესახებ ინფორმაციას მათ არავინ აწვდის.
როგორც ცნობილია, ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს, ცხინვალში გადაიყვანეს და საკარანტინო ზონაში მოათავსეს, COVID – 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით. საკარანტინო ზონაში მისი ყოფნის ვადა იწურება 17 ივლისს. აქციის მონაწილეები დაუყოვნებლივ მოითხოვენ მის გათავისუფლებას.