2 აგვისტო: საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა - 8
„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი განმარტავს, რომ 6 შემთხვევიდან ერთი გაჩიანის „კლასტერს“ უკავშირდება, ერთი წინა დღეებში დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 3 იმპორტირებული შემთხვევაა და ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
საერთო ჯამში, საქართველოში:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 177 მათ შორის გამოჯანმრთელებული - 955 მათ შორის გარდაცვლილი - 17 კარანტინის რეჟიმში - 6 919 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 251 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41