ლუკაშენკა აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს დამალოს „ვაგნერის“ შეთქმულება
ბელარუსის პროკურატურამ 29 ივლისს მინსკის გარეუბანში დაკავებული რუსეთის 33 მოქალაქის მიმართ მოითხოვა აღკვეთა პატიმრობის სახით.
პრეზიდენტი ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ დაკავებულია მხოლოდ პირველი ჯგუფი იმ 180- თუ 200-კაციანი დაჯგუფებიდან, რომლის გადასროლაც ბელარუსში იგეგმებოდა.
ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "ბელტას" ცნობით, ბელარუსის პრეზიდენტმა ამ ინციდენტის თაობაზე, წუხელ, დახურული თათბირი გამართა ქვეყნის უშიშროების სამინისტროს (КГБ) ხელმძღვანელ ვალერი ვაკულჩიკსა და საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ივან ნოსკევიჩთან.
ალექსანდრ ლუკაშენკამ „საინტერესო“ უწოდა ორივე უწყების ხელმძღვანელის მოხსენებებში მოყვანილ ფაქტებს. დაკავებული ჯგუფის სტამბოლში გამგზავნი „უფროსი ძმები გაჩუმდნენ“, რადგან „არავითარი სტამბოლი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა“.
ბელარუსის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დაკავებულ ჯგუფს „სხვა მიზნები“ ამოძრავებდა, რომლის დადგენა, მისი თქმით, გამოძიების საქმეა.
კრემლი მოითხოვს კერძო სამხედრო კომპანიის წევრების გათავისუფლებას და „დაუსაბუთებელს“ უწოდებს მათ დაკავებას.