ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით, ახალგაზრდა კაცი დააკავეს
გოგი თოფაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გვიან ღამით, სამ მეგობართან ერთად დაბრუნდა სახლში "ქეიფიდან". შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 აგვისტოს, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
დაკავებულ ბ.ჟ.-ს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.