ბელარუსში აკავებენ ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების მონაწილეებს
გამარჯვებულთა გამზირზე მივიდა „ომონის“ ხუთი ავტობუსი. სპეცდანიშნულების რაზმებმა დაიწყებს შეკრებილთა დაშლა.
მინსკის მაცხოვრებლები იკრიბებიან საკუთარ საარჩევნო უბნებთან, რათა ხმების საბოლოო დათვლის შემდეგ გაემართონ მინსკის ერთ-ერთ ისტორიულ ადგილას, მემორიალურ სტელასთან.
როგორც რადიო თავისუფლების ბელორუსული რედაქცია იტყობინება, სპონტანური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში. დაკავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.