რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონში მოეწყო ანტი-სამთავრობო გამოსვლები სხვათა შორის,ლოზუნგით, „გაუმარჯოს ბელარსუსს!“
ხაბაროვსკში კვირების განმავლობაში იმართება დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები გამოხატავენ თავიანთ ბრაზს ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ მას შემედეგ, რაც დააპატიმრეს და მოსკოვში გადაიყვანეს გუბერნატორი სერგეი ფურგალი.
ხაბაროვსკში გამოსვლებისას დაკავების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დემონსტრაციების ზომები საგრძნობლად შემცირდა და 15 აგვისტოს მხოლოდ 1500 ადამიანი გავიდა ქუჩაში. თვითმხილველების მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ რამდენიმე ათასი დემონსტრანტი მონაწილეობდა მსვლელობაში და ფურგალის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვდნენ.