ხაბაროვსკში გაიმართა ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდამჭერი მორიგი აქცია
მიტინგის შემდეგ, რომელიც ქალაქის ცენტრში, მთავრობის შენობასთან გაიმართა, ხალხმა მსვლელობა მოაწყო ქალაქის მთავარ ქუჩებზე. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ყური არ უგდო პოლიციის მოწოდებებს, დაეტოვებინათ ავტომობილების სავალი ნაწილი.
საპროტესტო აქციაზე გაისმოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადადგომის მოწოდებები, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნები.
შემდეგი შაბათისთვის აქტივისტებმა ქალაქის ხელისუფლებასთან შეათანხმეს 70 ათასი ადამიანის მონაწილეობით მიტინგის ჩატარება. თუკი ეს მოხდება, ეს იქნება ფურგალის მხარდამჭერი პირველი სანქცირებული აქცია.