მორაგბე რამაზ ხარაზიშვილს რაგბის კავშირის შენობის სადარბაზოში, ფეხში ესროლეს
რამაზ ხარაზიშვილი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებისა და კლუბ „იუნკრების“ კაპიტანია. ამავდროულად, ის ახლახან შექმნილი რაგბის საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრიცაა. ჯგუფი დღეს „მზიურის“ ტერიტორიაზე შეიკრიბა საქართველოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დეტალებზე სასაუბროდ. ყველასთვის ცნობილია, რომ საინიციატივო ჯგუფი რაგბის კავშირის ხელმძღვანელობას ბოლო დროს არაერთგზის დაუპირისპირდა და მთელი რიგი პრეტენზიებიც წაუყენა. მათ შორის, კავშირში დაფიქსირებული ფინანსური დარღვევები, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა დღეს მომხდარი ინციდენტი ამ დაპირისპირების გაგრძელება.
რაგბის კავშირი ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებს. კავშირის თანამშრომლების ნაწილი დასაკითხად პოლიციაში გადაიყვანეს.