ჰოსპიტალიზებულია COVID-19-ით ინფიცირებული უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი
„დღეს „კოვიდ-19“-ს ებრძვიან ჩემი მეუღლე და ჩვენი ქალიშვილი. პეტრო ალექსის ძე ჰოსპიტალიზებულია კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ. მიუხედავად ფილტვების ორმხრივი ანთებისა, ჩემს მეუღლეს აქვს ძლიერი ნებისყოფა და ავლენს მას დაავადებასთან ბრძოლაში. ის მკაფიოდ იცავს მკურნალობის გაწერილ პროტოკოლს“, – განაცხადა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ მარინა პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკოს კორონავირუსით დაავადების ცნობა 29 სექტემბერს გავრცელდა.