რუსთავში მდინარეში მოზარდი დაიხრჩო
„გვითხრეს, ბავშვი ჯებირიდან გადავარდაო, საძიებო სამუშაოებში ჩაერთო სამაშველო სამსახურის მყვინთავები“, - თქვეს სამაშველო სამსახურში.
ტრაგედიის ზუსტ მიზეზებს ადგილობრივი პოლიცია იძიებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სამართალდამცველები ამჟამად შემთხვევის ადგილს სწავლობენ ე.წ წყალსაქაჩის ტერიტორიაზე, რომელიც ქალაქის ცენტრალური ხიდიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს.